გუგული მაღრაძე – „აუდიტორია-115“-ზე -„ვფიქრობ, რომ ამ სტუდენტების უკან დგას სხვა ძალაც“

ხელისუფლებას არ უნდა სტუდენტებთან გაამწვავოს ურთიერთობა და ამით არ უნდა სარგებლობდეს სტუდენტების გარკვეული ჯგუფი-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გუგული მაღრაძემ განაცხადა.
გუგული მაღრაძე „აუდიტორია-115“-ს წევრების მოქმედებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს სიტუაციის განეიტრალებას.
გუგული მაღრაძე აბსურდულს უწოდებს სტუდენტთა ჯგუფის მიერ წაყენებულ ულტიმატუმებს.
„ამ სტუდენტებს უნდათ 3 და 5 დღეში მივიღოთ კანონპროექტები, რასაც გვთავაზობენ, ეს არის აბსურდი, მათ უნდა მისცენ ხელისუფლებას იმის საშუალება, რომ გაანალიზონ მათ მიერ მიწოდებული პრეტენზიები თუ იდეები. გამოხატვის ის ფორმა, რასაც მიმართავენ „აუდიტორია-115“-ს წევრები, სტუდენტებისთვისაც მიუღებელია, ისინი იბრძვიან, მათივე განცხადებით, თავისი უფლებებისთვის და ამ დროს ლახავენ სხვა სტუდენტების უფლებებს. მათ შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული ხედვები, მათი მოთხოვნების ნაწილი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა და ეს ხდება ეტაპობრივად, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ სტუდენტების უკან დგას სხვა ძალაც,”-განაცხადა გუგული მაღრაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები