აშშ-ში 99 წლის ასაკში მსახიობი ჟა ჟა გაბორი გარდაიცვალა

ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი ჟა ჟა გაბორი აშშ-ში 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება.
გაბორი 1917 წელს უნგრეთში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის დროს ის აშშ-ში წავიდა. ჰოლივუდში მსახიობის დებიუტი 1952 წელს შედგა. სიცოცხლის მანძილზე მან 70 ფილმში მიიღო მონაწილეობა. ყველაზე ცნობილ ფილმებს შორის არის „მულენ რუჟი“, „ლილი“, „საზოგადოების ნომერ პირველი მტერი“ და სხვები.
გაბორი ცნობილი იყო სკანდალური პირადი ცხოვრებით. მას 8 ქმარი ჰყავდა. პირველად 20 წლის ასაკში გათხოვდა, ხოლო ბოლოს – 70 წლის ასაკში.
ამასთან, მას მხოლოდ ერთი შვილი ჰყავდა.
2005 წელს გაბორმა ინსულტი გადაიტანა, ხოლო 2011 წელს მას ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. ბოლო წლებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები