კვლევების მიხედვით, ინგლისში რეკორდულად ბევრი თვითმკვლელობა ხდება

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის კომიტეტის ინფორმაციით, ინგლისში თვითმკვლელობების რაოდენობა საგანგაშოა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ამ კვლევის მიხედვით, 2015 წელს ინგლისში 4 820-მა ადამიანმა მოიკლა თავი, ხოლო მთლიანად დიდ ბრიტანეთში – 6 188 ადამიანმა.
ამასთან, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რეალურად ბევრად მეტი თვითმკვლელობა ხდება.
მოხსენების ავტორებს სურთ ზეწოლა მოახდინონ მთავრობაზე, რომელმაც მომავალ წელს თვითმკვლელობების აღსაკვეთად სპეციალური გეგმა უნდა განახორციელოს. დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ მთავრობის გეგმა არაეფექტური აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები