კანდელაკის ქუჩაზე ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა (ფოტოკოლაჟი)
თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე ავოტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე დაშავდა.
“კვირას“ ინფორმაციით, ქვეითს „Toyota RAV4“- ის ფირმის ავტომობილი დაეჯახა, ქვეითს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება, მძღოლს, რომელიც ავტომობილს მართავდა მიმალვა არ უცდია.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება).