ვინ დააგორა კიბიდან ახალგაზრდა ქალი – ბერლინის პოლიციამ 27 წლის თავდამსხმელი დააკავა (ვიდეო)

ბერლინის პოლიციამ ადგილობრივ მეტროში ახალგაზრდა ქალზე თავდამსხმელი დააკავა. ეს ისტორია მას შემდეგ გახმაურდა, რაც ინტერნეტში შემზარავი კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ მამაკაცი ზურგში წიხლს ურტყამს ქალბატონს, რომელიც კიბეზე ჩადის.
თავდამსხმელი 3 მეგობართან ერთად იმყოფებოდა და ახლა ბერლინის პოლიცია მათაც დანაშაულის თანამონაწილეობისთვის ეძებს. ცნობილია, რომ დაკავებული თავდამსხმელი 27 წლის არის. ის საფრანგეთის სამხრეთიდან გერმანიაში ავტობუსით რამდენიმე დღით ჩავიდა. მას მეუღლე და სამი შვილი ჰყავს, წარსულში კი ნასამართლევია.
რაც შეეხება დაზარალებულს, ის წარმოშობით ბულგარეთიდან, ვარნადან არის და პერიოდულად გერმანიაში უწევს ცხოვრება და მუშაობა. შემთხვევის შედეგად, რომელმაც მთელი გერმანია შეძრა, დაზარალებულმა მძიმე მრავლობით დაზიანებები და მოტეხილობები მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები