არის თუ არა ქვეყანაში ეპიდემიის საფრთხე – სასწრაფო დახმარების ბრიგადები ყველა გამოძახებაზე გასვლას ვერ ახერხებენ, სამედიცინო დაწესებულებებში კი ადგილები არ არის

გრიპის სეზონის დადგომასთან ერთად სასწრაფო დახმარების ბრიგადების გამოძახების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. დედაქალაქის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სამედიცინო დახმარების ბრიგადები ადგილზე მისვლას აგვიანებენ. პაციენტთა უჩვეულო სიმრავლეზე საუბრობენ დედაქალაქის სამედიცინო დაწესებულებებშიც.
თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში ადასტურებენ, რომ გამოძახებების რიცხვი გაზრდილია. როგორც “კვირას“ სასწრაფო დახმარების ცენტრში განუცხადეს, თითო ბრიგადას დღე-ღამეში 25-დან 35-მდე გამოძახებაზე გასვლა უწევს.
10799324_731194400294049_465471744_nსასწრაფო დახმარების ცენტრში, ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ამახვილებენ ყურადღებას და მოსახლეობას თხოვნით მიმართავენ, გრიპის სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართონ ოჯახის ექიმს და არა სასწრაფო დახმარებას.
როგორ ცენტრში განმარტავენ, სად უნდა მივიდეს პირველ რიგში ბრიგადა, პრიორიტეტი ენიჭება ფორსმაჟორულ სიტუაციებს. კერძოდ, ისეთ შემთხვევებს როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები,უგონო მდგომარეობა, ავარიები და ა.შ. იმას თუ რომელ მისამართზე უნდა გავიდეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა პირველ რიგში, 112 პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად ადგენს.
დედაქალაქში არსებულ ბავშვთა სამედიცინო ცენტრების ნაწილს პაციენტების სიმრავლის გამო ადგილები არ ჰყოფნის.
როგორც “კვირას“ გივი ჟვანიას სახელობის კლინიკაში განუცხადეს, ამ ეტაპზე ყველა ადგილი დაკავებულია და დამატებით პაციენტების მოთავსება ვერ ხერხდება. კლინიკებში აცხადებენ, რომ მათთან მოთავსებულ ბავშვების უმეტესობას გრიპის თანმდევი სიმპტომები აღენიშნება.
გრიპის ვირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, ქვეყანაში ეპიდემიის საფრთხე არ არის. შესაბამისი განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა. მისი თქმით, 100 ათას მოქალაქეზე დაავადების 254 შემთხვევა ფიქსირდება, რაც საგანგაშო მონაცემი არ არის.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ეპიდემიას თავისი მახასიათებელი აქვს, კერძოდ, 500-ზე მეტი დაავადებული 100 000 მოსახლეზე.
12434322_1055969944425498_194913740_n„ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს არ არის ეპიდემია, როგორც ასეთი. ეპიდემიას თავისი მახასიათებელი აქვს, კერძოდ, 500-ზე მეტი დაავადებული 100 000 მოსახლეზე. ახლა, საბედნიეროდ, გვაქვს მხოლოდ 254 ბოლო დღეების მდგომარეობით, თუმცა, იმის გამო, რომ გაზრდილია მნიშვნელოვნად მიმართვიანობა სასწრაფო დახმარების სამსახურებში. გამოძახება, რომელზეც რეაგირება ვერ მოხერხდა და ამ გამოძახებების უმეტესობა იყო სწორედ გრიპის სიმპტომების გამო, ჯანდაცვის სამინისტროს მიიღო გადაწყვეტილება, გაააქტიუროს იგივე პროტოკოლი, რითაც ჩვენ ვმუშაობდით 3 კვირის განმავლობაში ამ წლის იანვარში. კერძოდ, დღესვე შეიქმნება ახალი სადისპეჩერო, სადაც გადამისამართდება ასეთი ჩივილების მქონე გამოძახებები და ზარები და უკვე ამ დაავადებების მართვას განახორციელებენ ოჯახის ექიმები. დამატებით გაიხსნება საოჯახო ცენტრები, რომლებიც 24/7-ზე რეჟიმში იმუშავებენ”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიმდინარე წლის 13 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი პრევენციის მიზნით, მოსახლეობას ხელის ხშირ დაბანვასა და აცრების ჩატარებას ურჩევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები