მაკა ბოჭორიშვილი – თუკი ჩვენ ერთი მხრივ გვეუბნებიან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული საზოგადოებისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის სასარგებლო და სასიკეთო საქმიანობას ახორციელებენ, წარმოუდგენელია ამის დამალვა იყოს საჭირო ქართული საზოგადოებისთვის და უფრო მეტიც, იმ საზოგადოებისთვის, რომელიც გადასახადს იხდის სწორედ ამ საქმიანობის დაფინანსებისთვის
თუკი, ჩვენ, ერთი მხრივ, გვეუბნებიან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული საზოგადოებისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის სასარგებლო და სასიკეთო საქმიანობას ახორციელებენ, წარმოუდგენელია ამის დამალვა იყოს საჭირო ქართული საზოგადოებისთვის და უფრო მეტიც, იმ საზოგადოებისთვის, რომელიც გადასახადს იხდის სწორედ ამ საქმიანობის დაფინანსებისთვის,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, სიცრუეა, თითქოს საქართველოში ვინმეს უფლებები არის შეზღუდული და არასამთავრობო ორგანიზაციებს არ აქვთ თავისუფლად საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.
“სიცრუეა, თითქოს საქართველოში ვინმეს უფლებები არის შეზღუდული და არასამთავრობო ორგანიზაციებს არ აქვთ თავისუფლად საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. თუმცა, კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებს ის პასუხები, რაც გაეცა გერმანიის ხელისუფლების მხრიდან, საქართველოში დაფინანსების საკითხებს. გამჭვირვალობა, რომელზეც ვსაუბრობთ, სჭირდება არა მარტო ჩვენს საზოგადოებას, როგორც ჩანს, სჭირდება გერმანულ საზოგადოებასაც და სხვა საზოგადოებებსაც, რომელთა გადასახადის გადამხდელის ფულით საქართველოში რეალურად ფინანსდება ისეთი საქმიანობები, რომელიც არ ითქმის. ეს არის ძალიან სამწუხარო. თუკი ჩვენ ერთის მხრივ გვეუბნებიან, რომ ეს ორგანიზაციები ქართული საზოგადოებისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის სასარგებლო და სასიკეთო საქმიანობას ახორციელებენ, წარმოუდგენელია ამის დამალვა იყოს საჭირო ქართული საზოგადოებისთვის და უფრო მეტიც, იმ საზოგადოებისთვის, რომელიც გადასახადს იხდის სწორედ ამ საქმიანობის დაფინანსებისთვის”,- აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.