ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, კვორუმი ვერ შედგა

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, ამ დროისათვის, შესვენებაა და სხდომა ნახევარ საათში განახლდება. სხდომას ხმაურიც მოჰყვა. ამის მიზეზი კენჭისყრის ჩატარება გახდა, თუმცა მანამდე პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, კვორუმი ვერ შედგა.
დელეგატთა ნაწილი ფარულ კენჭისყრას, მეორე ნაწილი კი ღია კენჭისყრას მოითხოვს, რასაც მცირე კამათიც მოყვა. ყრილობის თავმჯდომარის, რომან რურუას განცხადებით, თუ საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით ნახევარ საათში არ იქნება მიღებული, პრეზიდენტობის მოვალეობას მოქმედი პრეზიდენტი – მანუჩარ კვირკველია გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის, ესენი არიან ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ვეტერანებში მსოფლიო არაერთგზის გამარჯვებული ესტატე გოგლიჩიძე და გეგა გეგეშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები