ნიქოზელ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ასოციაცია  ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ორგანიზებით, დღეს გორის რაიონის სოფელ ნიქოზს სხვადასხვა სამედიცინო პროფილის 15 ექიმი-სპეციალისტი ეწვია. ადგილობრივი ამბულატორიის შენობაში მედიკოსებმა ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები და კონსულტაციები ჩაუტარეს. პაციენტებს საჭიროებისამებრ, უფასო მედიკამენტებიც გადაეცათ.
სახელმწიფო უწყების მხრიდან აქციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი და სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები