აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა სამ მეტრს მიაღწია

აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა სამ მეტრს მიაღწია. ხულოს რაიონის გამგებლის, ბესიკ ბუაჩიძის ინფორმაციით, შეზღუდვებია ტრანსპორტის გადაადგილებისა და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. მისივე თქმით, ხულოში 1000-მდე აბონენტია გათიშული. ბუაჩიძე ამბობს, რომ დაზიანებულია ელექტროხაზები, რის შედეგადაც ელექტროენერგია არ მიეწოდება მაღალი ზონების სოფლებს.
“მოძრაობა ხულოს ცენტრამდე შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომანქანებით. ახლა დავიწყეთ გოდერძის მიმართულებით გზის გაწმენდა. იმედი გვაქვს, მალე ორხიდიანი მანქანები შეძლებენ გადაადგილებას ამ ტერიტორიაზე.შემდეგ დავიწყებთ სოფლების მიმართულებით გზების გაწმენდას”, – განაცხადა ბაუჩაძემ.
ამასთან, ჩაკეტილია შიდა სასოფლო გზები . გამგებლის ინფორმაციით, საგანგებო შტაბში მხოლოდ ერთი განცხადებაა შესული, ოჯახმა საავადმყოფოში 6 წლის ბავშვის გადაყვანაში დახმარება ითხოვა. ბავშვის ცენტრალურ კლინიკამდე გადასაყვანად ტრანსპორტი უკვე გასულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები