ლეონიდ თიბილოვი: სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადარქმევის საკითხი რეფერენდუმზე იქნება გატანილი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის, ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, ოკუპირებული რეგიონისთვის სახელის გადარქმევის საკითხი რეფერენდუმზე იქნება გატანილი. თიბილოვი აცხადებს, რომ  „სამხრეთ ოსეთისთვის“ „ალანიას“ დარქმევა იგეგმება.   ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
„ჩვენ პოლიტსაბჭოს მოწვევას ვგეგმავთ, რომლის სხდომაშიც პოლიტიკური ძალები მიიღებენ მონაწილეობას. შეხვედრაზე „სამხრეთ ოსეთისთვის“ „ალანიას“ დარქმევის საკითხს განვიხილავთ. ამის შემდეგ კი ეს საკითხი რეფერენდუმზე იქნება გატანილი“, – განაცხადა ლეონიდ თიბილოვმა.
მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომა იანვრის შუა რიცხვებში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები