სააკაშვილმა პოროშენკოს „ბარიგა“ უწოდა

ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის სათავეში დღეს კორუმპირებული ხალხია, ხოლო პეტრო პოროშენკოს ექსგუბერნატორმა „ბარიგა“ უწოდა. სააკაშვილმა უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაც მოითხოვა.

„ჩვენ გვყავს დანაშაულებრივი ხელისუფლება. თუ ჩვენ „ბარიგების“ ხელისუფლება გვყავს, მაშინ მთავარი „ბარიგა“ პრეზიდენტი პოროშენკოა. როდესაც პირველი პირი ქრთამს არ იღებს, ის სხვებისგანაც იგივეს მოითხოვს, ხოლო თუ პირველი პირი და მისი გარემოცვა გარკვეულ სქემებშია, იქ ყველაფერი დასრულებულია“, – განაცხადა სააკაშვილმა გადაცემა „შუსტერ LIVE”-ის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან 7 ნოემბერს გადადგა. მან უკრაინის ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები