სირიის ოთხმა ორგანიზაციამ რუსეთი სამხედრო დანაშაულში ამხილა

ოთხმა სირიულმა ორგანიზაციამ რუსეთი სამხედრო დანაშაულში ამხილა. საუბარია იმაზე, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები დანაშაულში უშუალოდ მონაწილეობდნენ, ან მისი თანამონაწილეები იყვნენ. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ იუწყება.
ამ ინფორმაციის ავტორებმა უკვე მიმართეს სირიაში მიმდინარე მოვლენების შემსწავლელ დროებით კომისიას. ისინი აცხადებენ, რომ ქალაქ ალეპოზე რუსული ავიაციის იერიშების დროს 1 207 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 380 ბავშვი დაიღუპა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, 2016 წლის ივლისიდან დეკემბრამდე რუსეთმა სირიაში 304 იერიში განახორციელა. „ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მოსკოვმა სირიაში სამხედრო დანაშული ჩაიდინა“, – წერია მიმართვაში.
მიმართვას ხელს აწერენ სირიის სამოქალაქო თავდაცვის რაზმი, სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი, ექიმების დამოუკიდებელი ორგანიზაცია და დარღვევათა მონიტორინგის ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები