თურქეთის ქალაქ კაისერში აფეთქება მოხდა – არიან დაღუპულები

თურქეთის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ კაისერში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახური იუწყება.

აფეთქდა ავტობუსი, რომელსაც სამხედროები გადაჰყავდა. არიან დაღუპულები და დაჭრილები, რომელთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

სააგენტო “როიტერის“ ცნობით, აფეთქება იმ მომენტში მოხდა, როდესაც ავტობუსი უნივერსიტეტს მიუახლოვდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო და სამაშველო სამსახურები.
15555883_10207533463966341_1058582188_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები