ობამა: რეიგანი საფლავში ამობრუნდებოდა, რომ გაეგო, “რესპუბლიკელი” ამომრჩევლის 37% ”კგბ”-ს თანამშრომელ პუტინს უჭერს მხარს

“აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი რონალდ რეიგანი საფლავში ამობრუნდებოდა, რომ გაეგო,  რამდენი “რესპუბლიკელი” ამომრჩეველი უჭერს მხარს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ პრეზიდენტის რანგში ბოლო პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„სოციოლოგიური კვლევებით, ტრამპის ამომრჩეველთა 37% მხარს უჭერს ვლადიმერ პუტინის –  „კგბ“-ს ყოფილი აგენტის  საქმიანობას. ეს ერთ მესამედზე მეტია. ვფიქრობ, რონალდ რეიგანი საფლავში ამობრუნდა. როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? მე ვფიქრობ, ეს იმის გამო ხდება, რომ „რესპუბლიკელები“ ყველაფერს ასე განიხილავენ – გვაწყობს თუ არა ეს ჩვენ და ავნებს თუ არა ეს პრეზიდენტ ობამას?“ – განაცხადა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა.
ობამამ ასევე აღნიშნა, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ ბევრი წევრი კრემლის მიერ დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების მსხვერპლი გახდა.
„რუსეთი ჩვენ ვერც დაგვასუსტებს და ვერც შეგვცვლის. მათი ქვეყანა უფრო სუსტია, ეკონომიკა არაფერს აწარმოებს, ნავთობის, გაზის და იარაღის გარდა. მათ არანაირი ინოვაცია არ აქვთ, მაგრამ შეუძლიათ ჩვენზე იმოქმედონ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ თვითონ დავივიწყებთ ვინ ვართ და საკუთარ ფასეულობებზე უარს ვიტყვით“, – განაცხადა ბარაკ ობამამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები