დონალდ ტრამპი საქართველოსა და აზერბაიჯანში ბიზნესპროექტებს აჩერებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომპანია რამდენიმე დეველოპერულ პროექტში მონაწილეობას წყვეტს. “Trump Organisation”-მა აზერბაიჯანში სასტუმროს მშენებლობის ლიცენზიური შეთანხმება უკან გაიწვია და ანალოგიურ გადაწყვეტილებას საქართველოს მიმართაც მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
როგორც ტრამპის ადვოკატმა, ალან ჰარტენმა განაცხადა, პროექტების დეველოპერებმა სალიცენზიო შეთანხმებების პირობები ვერ შეასრულეს. ჰარტენმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტად ტრამპის არჩევის გამო, „ინტერესთა კონფლიქტთან“ საქმე არა გვაქვს.

მიმდინარე კვირას ტრამპის კომპანიამ ასევე გააუქმა ბრაზილიაში სასტუმროების მშენებლობის სალიცენზიო ხელშეკრულება, ასევე, დაიხურა “Trump Organisation”-ის ოთხი შვილობილი კომპანია, რომლებიც საქმიანობას საუდის არაბეთში გეგმავდნენ.

ბრაზილიაშიც, საქართველოშიც და აზერბაიჯანშიც “Trump Organisation”-ი საკურორტო რაიონებში სასტუმროების მშენებლობით იყო დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები