17 დეკემბერი
10:00
”ექსპო ჯორჯიას” XI პავილიონში გამოფენა-გაყიდვა, „სტარტაპ ექსპო 2016“ გაიმართება.
მის: წერეთლის გამზ. #118
11:00
თბილისის მერი დავით ნარმანია ვაზისუბნის დასახლებაში, კვაჭანტირაძის ქუჩაზე სკვერს გახსნის.
საკონტაქტო პირი გვანცა პაპავაძე – 591 00 49 31
11.00
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ასოციაციის ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ორგანიზებით, 15 სხვადასხვა სამედიცინო პროფილის ექიმი-სპეციალისტი გორის რაიონის სოფელ ნიქოზს ეწვევა.
12:00
ბარბარობას, მახათას მთაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II პარაკლისს გადაიხდის და ბავშვებს დალოცავს. ასევე საზოგადოება „ივერიისას“ წარდგინება მოხდება, რომელიც ფონდი „ივერიისას“ რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა.
12:00
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი თათია დოლიძე ეროვნული/რეგიონული ტურის ფარგლებში გაემგზავრება ქალაქ გორში, სადაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და მერიის დახმარებით ადგილობრივ ახალგაზრდებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრში შეხვდება .
13:00
”თბილისი მარიოტში“ ირაკლი ბათიაშვილის წიგნის – „მარტინ ჰაიდეგერი: სხვა გზა“ პრეზენტაცია გაიმართება.
მის.: რუსთაველის გამზ. №13
14:00
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის სახელმწიფო ენისა და კონსტიტუციის საფუძვლების დაჩქარებული მეთოდით ინტეგრირებული სწავლების პროგრამა „ვისწავლოთ ქართულის” საზეიმო დახურვის ცერემონია გაიმართება.
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე.
14:00
საქველმოქმედო ფონდი ჩემი სახლი ”საქველმოქმედო ღონისძიებას გამართავს, სადაც წარმოდგენილი იქნება ფონდის დაქვემდებარებაში არსებული მცირე საოჯახო ტიპის სახლისა და დღის ცენტრის ბავშვებისა და მათი მშობლების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები.
მის: აღმაშენებლის #164, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის
15:00
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი თათია დოლიძე სოფელ ნიქოზში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს შეხვდება და მათ წიგნებს გადასცემს.