შემზარავი ფაქტი დამასკოში – პოლიციის განყოფილების საპირფარეშოში 7 წლის გოგონამ თავი აიფეთქა

დამასკოს პოლიციის განყოფილების საპირფარეშოში ბავშვმა თავი აიფეთქა „ინტერფაქსის“ ცნობით, პოლიციის განყოფილებაში ბომბი ამ დროისთვის დაუდგენელმა პირმა ააფეთქა. დაახლოებით 7-8 წლის გოგონას ე.წ. შაჰიდის ქამარი სხეულზე ჰქონდა დამონტაჟებული. თვითმხილველების განცხადებით, გოგონა სირიის დედაქალაქში, პოლიციის განყოფილების მიმდებარედ პოლიციის ოფიცერმა შენიშნა. ის ტიროდა. მან სამართალდამცველს განუცხადა, რომ სახლისკენ გზა ვერ გააგნო, დაიკარგა და ოფიცერს ტუალეტით სარგებლობა სთხოვა. შემთხვევა ამ ფაქტიდან რამდენიმე წუთში მოხდა. აფეთქების შედეგად გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ერთი პოლიციელი დაჭრილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები