ჩინეთის რამდენიმე ქალაქში, ბურუსის გამო, საფრთხის ყველაზე მაღალი დონე გამოცხადდა (ვიდეო)
ჩრდილოეთ ჩინეთის 23 ქალაქში, ჰაერის ხარისხის მკვეთრი გაუარესების გამო, საფრთხის ყველაზე მაღალი, „წითელი დონე“ გამოცხადდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
პეკინში საფრთხის „წითელი დონე“ ხუთშაბათს გამოცხადდა. შემდეგ გარემოს დაცვის უწყებამ ჩინეთის 22 ქალაქს ანალოგიური რეჟიმის გამოცხადების რეკომენდაციით მიმართა.
ეს რეჟიმი, სავარაუდოდ, 18 დეკემბრამდე იმოქმედებს. პეკინში პირველად ბურუსის და ცუდი ხარისხის გამო, საფრთხის „წითელი დონე“ გასული წლის დეკემბერში გამოცხადდა.