მაჰმუდ დოულათაბადის წიგნის – “პოლკოვნიკის მიმწუხრის” წარდგინება გაიმართება

20 დეკემბერს, 18:30 საათზე, თსუ ბიბლიოთეკაში, მარო მაყაშვილის სახელობის აუდიტორიაში, ცნობილი ირანელი მწერლის, მაჰმუდ დოულათაბადის (1940) რომანის – „პოლკოვნიკის მიმწუხრის“ წარდგინება გაიმართება.15392938_1192397300844868_7175542808926569460_o
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, რომანი ავტორის სამშობლოში დღემდე არ გამოქვეყნებულა, თუმცა ირანის ხელისუფლების მიერ „ყველაზე კონტრრევოლუციურ“ რომანად მიჩნეული ეს თხზულება არაერთ ევროპულ ენაზეა თარგმნილი.
მოქმედება მეოცე საუკუნის 80-იან წლებში – ისლამური რევოლუციის გარიჟრაჟსა და ირან-ერაყის ომის დროს, ერთი ღამის განმავლობაში ვითარდება. შაჰის არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა, რომლისთვისაც ეროვნული იდეალები და ღირსება მთავარ ფასეულობებს წარმოადგენს, შვილები პატრიოტებად აღზარდა და თავისუფალი არჩევანის უფლება მისცა. სხვადასხვა გზის არჩევის მიუხედავად, პოლკოვნიკის შვილები ქვეყანაში მომხდარ პოლიტიკურ მოვლენებს ეწირებიან. ავტორის შთამბეჭდავი თხრობის წყალობით, მკითხველი არა მარტო ერთი ოჯახის ტრაგედიის, არამედ მთელი სახელმწიფოს დრამატული ისტორიის თანამონაწილე ხდება.
ტომ ფათერდეილი: “ეს რომანი უნიკალურია სპარსულ ლიტერატურაში თავისი პირდაპირობით. ავტორი არაფერს და არავის ინდობს, უპირისპირდება ყველანაირ ტაბუს – ლიტერატურულს, ზნეობრივსა თუ სოციალურს, მათაც, რომელიც წმიდათაწმიდად არის მიჩნეული ისლამურ კულტურაში. ამით იგი ხაზს უსვამს ღრმად ფესვგამდგარ წინააღმდეგობებს, რომელთა გამო მთელი საზოგადოება მარცხისთვის არის განწირული. ”
ენთონი რობერტსი: “ნაწარმოები ისეა დაწერილი, შესანიშნავად ჩანს, თუ როგორ ოსტატურად ფლობს მწერალი თხრობის უნარს. რომანი ნამდვილად ყველასათვის არ არის განკუთვნილი, მაგრამ, თუ თქვენ ირანის ისტორიის ყველაზე საბედისწერო, სულისშემძვრელი მომენტები გაინტერესებთ, მაშინ წაიკითხეთ – არაჩვეულებრივი რამ არის.”
წარდგინების ორგანიზატორია Oriental Club-ი.
რომანი სპარსულიდან თარგმნა თეა შურღაიამ და “დიოგენემ”  ET CETERA-ს სერიით გამოსცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები