“როდესაც საუბრობენ ჩვენს სასამართლოზე, კარგი იქნება, გადახედონ სტრასბურგის გადაწყვეტილებებს და მიხვდებიან, რომ ქართული მართლმსაჯულება მოქმედებს ძალიან მაღალი სტანდარტებით” – მაჭავარიანი
“როდესაც საუბრობენ ჩვენს სასამართლოზე, კარგი იქნება, გადახედონ სტრასბურგის გადაწყვეტილებებს და მიხვდებიან, რომ ქართული მართლმსაჯულება მოქმედებს ძალიან მაღალი სტანდარტებით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.
როგორც ის განმარტავს, “დიფ სთეითისთვის” მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებში სასამართლო სისტემაც მათი დაქვემდებარების ქვეშ ყოფილიყო.
“რაღაც გამოგონილი თემა – ვეტინგი… ჩვენ არ გავატარეთ ეს რეფორმა, რაც გულისხმობდა უცხოეთიდან მოსამართლეების დანიშვნას საქართველოში. ამან რა შედეგი გამოიღო, ყველაზე ნათელი მაგალითია რუმინეთი; ამის თვალსაჩინო მაგალითია ქალბატონი მარი ლეპენისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა. როდესაც საუბრობენ ჩვენს სასამართლოზე, კარგი იქნება, გადახედონ სტრასბურგის გადაწყვეტილებებს და მიხვდებიან, რომ ქართული მართლმსაჯულება მოქმედებს ძალიან მაღალი სტანდარტებით”, – ამბობს მაჭავარიანი.