უკრაინაში, ტიმოშენკოს პარტიის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა
უკრაინის ოპოზიციური პარტია „ბატკივშჩინას“ ხელმძღვანელმა იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ მის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა.
„ამ არაორდინალურ საგამოძიებო მოქმედებებს არანაირი კავშირი არ აქვს კანონთან. ოცდაათზე მეტმა ადამიანმა, კბილებამდე შეიარაღებულმა, ყოველგვარი დოკუმენტის წარდგენის გარეშე, ფაქტობრივად, შენობა დაიპყრო და თანამშრომლები მძევლად აიყვანა“, – წერს ტიმოშენკო.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (NABU) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა (SAPO) უკრაინის რადას ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელს კორუფციაში ეჭვმიტანილად მიიჩნევენ.
ტიმოშენკო უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2005 წლის 4 თებერვლიდან 8 სექტემბრამდე და 2007 წლის 18 დეკემბრიდან 2010 წლის 3 მარტამდე იკავებდა.