რუსეთის საგარეო უწყება: ევროკავშირის მიერ სანქციების გაგრძელება ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროკავშირის მიერ სანქციების გაგრძელება მოსკოვისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
„ევროკავშირმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სისუსტე, ვინაიდან სანქციების დაკავშირება მინსკის შეთანხმებების შესრულებასთან აბსურდულია. სწორედ რუსეთი ასრულებს პოზიტიურ როლს „ნორმანდიულ ფორმატში“. ევროკავშირს ამ გზით სურს „ვითომ ერთიანობა“ დააფიქსიროს, რომელიც მას სხვა საკითხებში არა აქვს“ წერია სამინისტროს განცხადებაში.
მოსკოვი ასევე აღნიშნავს, რომ ანტირუსული სანქციების საკითხში ბრიუსელი გადაწვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებს და მთლიანად ვაშინგტონის ნება – სურვილზეა დამოკიდებული.
ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერები ხუთშაბათს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ოფიციალურ მიზეზად უკრაინასთან დაკავშირებით მოსკოვის მეირ მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობა სახელდება, მაგრამ ევროპელმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ისინი „ალეპოში რუსთის ქმედებებს გმობენ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები