ობამამ და ერდოღანმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის საკითხები ტელეფონით განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და თურქეთის ლიდერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის საკითხები სატელეფონო საუბრისას განიხილეს. ობამამ ერდოღანს ალეპოში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების ხელშეწყობისთვის მადლობა უთხრა და სტამბოლში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტერაქტის გამო სამძიმარი გამოუცხადა.
„პრეზიდენტმა ობამამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ერდოღანს იმისთვის, რომ მან ხელი შეუწყო სირიის ქალაქ ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას საერთაშორისო ორგანიზაციების მეთვალყურეობის ქვეშ“ – განაცხადეს ობამას ადმინისტრაციაში.
ასევე საუბარი იყო ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაზე სირიასა და ერაყში და მომავალში კოორდინაციის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.
ობამამაც და ერდოღანმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს სირიაში საომარი მოქმედებების დასრულების აუცილებლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები