რა პროცედურები უნდა გავიაროთ, რომ მივიღოთ მიკროსესხი?

მიკრო სესხები არის პროდუქტი, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა საქართველოში. ეს განპირობებულია გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობით და მომატებული ინფლაციით, რაც ყოველი მოქალაქის ჯიბეზე უარყოფითად აისახება. სწორედ ამის გამო სწრაფი სესხი ონლაინ, რომელიც გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის არის განკუთვნილი, ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება.

რა არის მიკრო სესხები?
სწრაფი მიკრო სესხი ეს არის მოკლევადიანი სერვისი, რომლის მიღება ონლაინ არის შესაძლებელი. თანხის მოსათხოვად მხოლოდ ინტერნეტთან მიერთებული მოწყობილობაა საჭირო. მომხმარებელი თავად ირჩევს სასურველ თანხას, ვადას და აგზავნის მოთხოვნას. განაცხადის განხილვის პროცესს კი სულ რაღაც 15 წუთი სჭირდება.
მიკრო სესხი უზრუნველყოფის გარეშე საფინანსო კომპანიების მიერ შექმნილი პროდუქტია, რომლებიც თავად ადგენენ სესხის გაცემისა და მისი უკან დაბრუნების პირობებს, აგრეთვე იმ კრიტერიუმებს, რომელსაც კლიენტი უნდა აკმაყოფილებდეს.
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ მიკრო სესხის მისაღებად? მიკრო სესხის განაცხადის გასაკეთებლად, აუცილებელია მიაწოდოთ საფინანსო კომპანიას სწორი და უტყუარი ინფორმაცია თქვენს შესახებ, რადგან თქვენს მიერ მითითებული ყველა მონაცემი დეტალურ შემოწმებას გადის.
მაგალითისთვის: საერთაშორისო საფინანსო კომპანია Mamy.ge-ის ონლაინ სესხის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ მოთხოვნებს:
● აუცილებელია გქონდეთ საბანკო ანგარიში, სადაც შეიძლება თანხის დარიცხვა;
● უნდა იყოთ საქართველო მოქალაქე.
● უნდა იყოთ სრულწლოვანი.

მიკრო სესხის გაფორმების პროცედურა Mamy.ge-ში
ბანკებისგან განსხვავებით, სადაც თანხის მიღება მისვლით ხდება, ონლაინ სესხები ონლაინ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად გაიცემა.
სანამ კომპანია Mamy.ge-ში სესხის მოთხოვნას გააკეთებთ, აუცილებელია წინასწარ გაეცნოთ მის პირობებს. ამის შემდეგ კი გაიაროთ შემდეგი პროცედურები.
1 საფეხური:
საკონტაქტო ინფორმაციის მიწოდება – სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი და მისამართი. ყურადღება მიაქციეთ, რომ ყველა ველი სწორად იქნას შევსებული, რადგან ამაზეა დამოკიდებული დამტკიცდება სესხი, თუ არა.
საფეხური 2:
სამსახურის დასახელება და შემოსავლის ზუსტად მითითება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიისთვის, რათა გაკეთდეს განაცხადის სრული დამუშავება.
საფეხური 3:
ბანკის შერჩევა და საიდენტიფიკაციო 1 თეთრის გადმორიცხვა კომპანიის ანგარიშზე, თქვენი ვერიფიკაციის მოსახდენად.
ამ საკითხზე უფრო დეტალურად შევჩერდებით, რადგან უამრავ ადამიანს უჩნდება კითხვა, თუ რისთვის არის საჭირო 1 თეთრის გადმორიცხვა.
ეს პროცედურა განკუთვნილი თქვენი უსაფრთხოებისთვის, რომ დამტკიცების შემთხვევაში სესხი სწორედ თქვენს ანგარიშზე დაირიცხოს.
1 თეთრის დარიცხვით თქვენ ადასტურებთ, რომ სესხის მიღება იმ ანგარიშზე გსურთ, საიდანაც დარიცხეთ თანხა, რაც თავიდან აგაცილებთ ზედმეტ გაუგებრობებს.
იმ შემთხვევაში თუ სარგებლობთ ინტერნეტ ბანკის მომსახურებით, 1 თეთრის გადმორიცხვა შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად. კომპანიის საბანკო ანგარიშები განთავსებულია Mamy.ge-ის საიტზე და თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ბანკი. რეკომენდირებულია შიდა გადარიცხვა, რადგან თანხა მომენტალურად აისახება Mamy.ge-ის ანაგრიშზე და უფრო სწრაფად შეძლებთ ფულის მიღებას.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მოხდება განაცხადის განხილვა და პასუხი 15 წუთში დაგიბრუნდებათ. განაცხადის დადასტურების შემთხვევაში კი, თანხა 5 წუთში აისახება თქვენს ანგარიშზე.
Mamy.ge-ის მიკრო სესხების გაცემის გამარტივებული სისტემა ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლის დადებითი შეფასებები და გამოხმაურებები კომპანიის მუშაობის შეფასების მთავარი კრიტერიუმია.
Mamy.ge ყოველდღიურად მუშაობს სისტემის დასახვეწად, იმისთვის რომ კომპანიის პროდუქტები და სერვისები რაც შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს ყველა მომხმარებლისთვის.
სანდოობა კომპანია Mamy.ge-ის სამარკო ნიშანია.
საერთაშორისო კომპანია Mamy.ge მუდამ ზრუნავს ერთგულ მომხმარებელზე და განმეორებით სესხებზე ფასდაკლების სისტემას სთავაზობს, რაც საბოლოო ჯამში ხანგრძლივი და სანდო ურთიერთობის საფუძველია.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები