რუსეთის პატრიარქი: ომი სირიაში თავდაცვითია და კეთილ მიზნებს ემსახურება (ვიდეო)

მოსკოვის და რუსეთის პატრიარქის განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთი სირიაში თავდაცვით ოპერაციას ატარებს, სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება.
კერძოდ, კირილმა „როსია 1“-ის ეთერში განაცხადა, რომ სირიაში მიმდინარე ომი არის „სამშობლოს დაცვა“.
„ის რაც ერთი შეხედვით, შორეულ სირიაში ხდება, სწორედ ეს არის სამშობლოს დაცვა. თუ სირიაში ტერორიზმი გაიმარჯვებს, მას აქვს დიდი შანსი გაუმწაროს სიცოცხლე რუსეთის მოსახლეობას. ეს არ არის სამართლიანი. ის არის თავდაცვითი და კეთილ მიზნებს ემსახურება“, – განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.
ასევე კირილემ განაცხადა, რომ რუსეთი სირიაში ტერორისტებისგან არა მარტო რუსეთის მოსახლეობას, არამედ თავად სირიელებსაც იცავენ.
სირიაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო ოპერაციას, ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა წარმომადგენლებიც უჭერენ მხარს. ასე, მაგალითად, როგორც საპატრიარქოს წარმომადგენელმა ვსევოლოდ ჩაპლინმა განაცხადა, ეს არის ტერორიზმთან ბრძოლა და წმინდა ომი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები