ალეპოელი ბავშვები დახმარებას ითხოვენ (ვიდეო)

სირიის ქალაქ ალეპოში მყოფი 47 ობოლი ბავშვი მსოფლიო ორგანიზაციებს მიმართავენ და დახმარებას ითხოვს. შესაბამის ვიდეომიმართვას ამერიკული ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. ბავშვები შველას ითხოვენ და ამბობენ, რომ ეს, შესაძლოა, მათი ბოლო მიმართვა იყოს.
„მე 10 წლის იასმის ქანოუზი ვარ. ისევე, როგორც აქ მყოფი 47 ბავშვი, ობოლი ვარ. ჩემი მშობლები ორი წლის წინ დაბომბვის დროს დაიღუპნენ. ჩვენ გვინდა ალეპოდან გასვლა. გთხოვთ დაგვეხმაროთ. მივმართავთ ბავშვების უფლებების დამცველ და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს. დაგვეხმარეთ თუ შეგიძლიათ“, – ამბობს ვიდეოზე გადაღებული ბავშვი.
ცნობისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ამჟამად ალეპოში ჰუმანიტარული კატასტროფა შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები