ჩურკინი – ალეპოში ბავშვებს მტვერს აყრიან და მსხვერპლად ასაღებენ

გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ სირიიდან გავრცელებული ფოტოების უდიდესი ნაწილი დადგმულია. „ბავშვებს ფოტოებზე მტვერს აყრიან და მათ მსხვერპლად ასაღებენ“, – განაცხადა ჩურკინმა.
ამის შესახებ „ტვიტერში“ ჟურნალისტმა სემიუელ ოქფორდმა დაწერა.
ცნობისთვის, ალეპოში ამჟამად უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა. ქალაქიდან მოსახლეობის ნაწილის გამოყვანა მოხერხდა, მაგრამ იქ ჯერ კიდევ რჩებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ქალები და ბავშვები.
პალალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასადის ძალებმა და შიიტმა მოხალისეებმა მათ მიერ დაკავებული რაიონებში ასობით ადამიანი დახვრიტეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები