სამარაში „ისლამური სახელმწიფოს” „ბოევიკები” დააკავეს

რუსეთის ქალაქ სამარაში უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა ორი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არიან დაკავშირებულები, – ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
„დაკავებულები ცენტრალური აზიის ერთ-ერთი რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. მათ ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩნდათ. ამჟამად ბომბის ტიპი და სიმძლავრე დგინდება“, – განუცხადეს სააგენტოს უშიშროების სამსახურში.
დაკავებულების წინააღმდეგ აღძრულია სისიხლის სამართლის საქმე „ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობის“ და „იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის“ მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები