სოხუმში საპროტესტო აქცია დასრულდა – რაზე შეთანხმდნენ დაპირისპირებულები

სოხუმის ცენტრში ოპოზიციის საპროტესტო აქცია გვიან ღამით დასრულდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ე.წ. პარლამენტის სპიკერთან ვალერი ბგანგასთან კომპრომისს მიაღწიეს. „ჩვენი, ორის მიღწეული კომპრომისი შესაბამის დოკუმენტებში აისახება“, – განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენელმა ასლან ბჟანიამ.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ბჟანიას და ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს რაულ ხაჯიმბამ თანამდებობები შესთავაზა.
მანამდე ოპოზიცია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის რაულ ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვდა. მას წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებდნენ. ოპოზიციის მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა 15 დეკემბერს ამოიწურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები