გერმანიაში 12 წლის მოზარდი დააკავეს, რომელიც საშობაო ბაზრობაზე ტერაქტს გეგმავდა

გერმანიაში, წარმოშობით ერაყელი, 12 წლის ბიჭი დააკავეს, რომელიც ქალაქ ლუიდვიგშაფენში, საშობაო ბაზრობის ადგილას ტერაქტის მოწყობას გეგმავდა.
ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. გამოცემა „ფოკუსის“ ინფორმაციით, მოზარდი გერმანიის მოქალაქეა. ის „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირშია ეჭვმიტანილი. გამოძიების ინფორმაციით, 12 წლის ბიჭმა საშობაო ბაზრობის ადგილას, 26 ნოემბერს, თვითნაკეთი ბომბი დაამონტაჟა, მაგრამ ის არ აფეთქდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები