რა საიდუმლო კავშირი აქვს ტრამპს პუტინთან და რისთვის გამოიყენა ტრამპის ვაჟმა სირიის საკითხი (ვიდეო)

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ში საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაში თავად ჩაერია და განსაზღვრა, თუ როგორ უნდა გამოყენებულიყო ჰაკერების მიერ აშშ-ს დემოკრატიული პარტიიდან მოპოვებული მასალები, – ამის შესახებ რუსული სააგენტო kavkazcenter NBC News-ზე დაყრდნობით წერს.

“პუტინს რამდენიმე მიზანი ჰქონდა. ყველაფერი ჰილარი კლინტონზე შურისძიებით დაიწყო. თუმცა, მოგვიანებით სპეცოპერაციის მიზანი აშშ-ს პოლიტიკაში დარღვევების აღმოჩენა და მათი პარტნიორებისთვის, ამერიკასთან თანამშრომლობის სურვილის გაქარწყლება გახდა. პარტნიორები უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ აშშ-ს, როგორც მსოფლიოს ლიდერის ნდობა, დაუშვებელი იყო”, – წერს kavkazcenter.

სტატიის ავტორი The Washington Post-ზე გამოქვეყნებულ სტატიასაც იშველიებს, სადაც აშშ-ს დაზვერვის სამსახური ირწმუნებოდა, რომ დემოკრატიული პარტიიდან მასალების მოპოვების კვალი იმ ადამიანებთან მიდიოდა, რომლებიც რუსეთის მთავრობასთან იყვნენ კავშირში (იხილეთ ვრცლად: http://cyber.kvira.ge/16133/). სტატიაში, ასევე, ნათქვამია, რომ კიბერთავდასხმის მიზანი დონალდ ტრამპის მხარდაჭერა და ჰილარი კლინტონის რეპუტაციის შელახვა იყო.

რაც შეეხება რუსეთს, kavkazcenter წერს, რომ აქ ბრალდებები არაერთხელ უარყვეს. უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებების არც აშშ-ს ახლადარჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სჯერა. მის გაპრეზიდენტებაში რუსეთის დახმარებას ის „ სასაცილოს“ უწოდებს.
(იხილეთ ვრცლად http://cyber.kvira.ge/16164/)

Kavkazcenter-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, ასევე, საუბარია რუსი ისტორიკოსის იური ფელშტინსკის მიერ გამოქვეყნებულ წიგნზე სახელწოდებით „უსაფრთხოების ფედერალური სამსახური რუსეთს აფეთქებს“, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტსა და ვლადიმერ პუტინს შორის საიდუმლო მოლაპარაკებაც არსებობს. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ კრემლი ტრამპს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაამარჯვებინებდა, ის აშშ-ს შიდა პოლიტიკას, რომელიც რუსეთთან იყო დაკავშირებული, რუსეთის სასიკეთოდ „ჩააკორექტირებდა“ (იხილეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=fiRe5xKr1Cs )

ისტორიკოსის მტკიცებით, არჩევნების შემდეგ ტრამპს უკვე ჰქონდა რუსეთთან კონტაქტი. ეს კი მისი შვილის მეშვეობით მოხდა, რომელმაც ევროპაში სირიის საკითხთან დაკავშირებული შეხვედრა ფანდად გამოიყენა, რათა რუსულ სპეცსამსახურებთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა.
წყარო: https://www.kavkazcenter.com

წყარო: http://cyber.kvira.ge/16376/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები