ბარაკ ობამა: ვაშინგტონი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ვაშინგტონი რუსი ჰაკერების წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, რომლებიც შეერთებული შტატების საარჩევნო პროცესში ერეოდნენ.
„როდესაც უცხოეთის ხელისუფლება ჩვენი არჩევნების მიმდინარეობაში ჩარევას ცდილობს, ჩვენ შესაბამისი ზომები უნდა მივიღოთ“, – განაცხადა ობამამ რადიოსადგურ NPR-თვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, აშშ ამ ზომებს იმ მომენტში მიიღებს, როდესაც ხელსაყრელი მომენტი დადგება. „ზოგიერთი ზომა იქნება ღია და მის შესახებ ცნობილი იქნება, ზოგიერთი კი – არა“. – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასევე აცხადებენ, რომ „დემოკრატიული პარტიის“ და ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბზე ჰაკერულ შეტევებში პირადად ვლადიმერ პუტინი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები