ნაცისტების დროს შექმნილი ხელოვნების უნიკალური კოლექცია შესაძლოა, შვეიცარიის მუზეუმს გადაეცეს

გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნაცისტების დროს შექმნილი ხელოვნების კოლექცია, შესაძლოა, შვეიცარიის მუზეუმს გადაეცეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
კოლექცია კორნელიუს ჰურლიტს ეკუთვნის, რომლის მამა ნაცისტების მმართველობის პერიოდში ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობდა.
გერმანიის ხელისუფლებამ ჰურლიტის ბინაში სამალავს 2012 წლის გაზაფხულზე მიაგნო. ხელოვნების ნიმუშებს შორის არის პაბლო პიკასოს, ანრი მატისის, მარკ შაგალის, ედვარდ მუნკის, მაკს ლიბერმანის, ემილ ნოლდეს და პაულ კლეეს ტილოები.
ზოგიერთი ეს ტილო ნაცისტებმა ებრაელებს წაართვეს.
ამ კოლექციის გამოფენა შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში 2017 წელს შედგება.

02020

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები