ასლან ბჟანია: ვიდრე ხაჯიმბა ე.წ. პრეზიდენტის პოსტს არ დატოვებს, საპროტესტო აქცია უნდა გაგრძელდეს
სოხუმში ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გრძელდება.
როგორც ოპოზიციური ბლოკის თანათავმჯდომარემ, ასლან ბჟანიამ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ვიდრე რაულ ხაჯიმბა ე.წ. პრეზიდენტის პოსტს არ დატოვებს, საპროტესტო აქცია უნდა გაგრძელდეს.
ბჟანიას აზრით, ხაჯიმბა მოვალეობებს ვერ ასრულებს და ამის შესაძლებლობა სხვა ადამიანებს უნდა მისცეს.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროტესტი მშვიდობიანი იქნება. სოხუმში ოპოზიციის აქციის პარალელურად, ე.წ. პრეზიდენტის მხარდამჭერებიც არიან შეკრებილი.
სოხუმის ე.წ. მერიას აქციების ჩატარების სანქცია არ გაუცია. მიზეზად კი შესაძლო ინციდენტების პრევენცია სახელდება. ე.წ. არასანქცირებულ მიტინგებთან დაკავშირებით, აფხაზეთის ე.წ. მთავრობის შენობას ე.წ. პოლიცია იცავს.