გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება გაგრძელდება

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება გაგრძელდება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ გამოსცა.
კერძოდ, 2016-2017 სასწავლო წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაახლოებით 800 სტუდენტს დააფინანსებს.
სტუდენტების სწავლის დაფინანსების საკითხი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ მიმდინარე წლის 4 ნოემბრის სხდომაზე განიხილა.
”გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება ჩვენი კომისიის მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. განათლების სამინისტროს ამ დახმარებით 800-მდე სტუდენტი სარგებლობს, ეს დახმარება წელსაც გაგრძელდება, რაც ვფიქრობთ, მათი ოჯახებისთვის ხელშესახები შეღავათია. დროებითი სამთავრობო კომისია და კომისიაში ჩართული სახელმწიფო უწყებები კვლავაც გააგრძელებენ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებებზე მაქსიმალურად ეფექტურ რეაგირებას“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები