რაულ ხაჯიმბამ სოხუმში გამართულ მიტინგზე მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა, რაულ ხაჯიმბამ სოხუმში გამართულ მიტინგზე მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და თანამემამულეებს გონიერებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება.
„არ უნდა დავუშვათ სახელმწიფოს დანგრევა. არ შეიძლება საზოგადოებაში განხეთქილების შეტანა იმის შემდეგ, რაც ყველამ ერთად გადავიტანეთ, ამიტომ მე გონიერებისკენ მოგიწოდებთ“, – განაცხადა ხაჯიმბამ.
ცნობისთვის, სოხუმში 15 დეკემბერს ოპოზიციის მიტინგიც იყო დაანონსებული. ოპოზიციური გაერთიანების ლიდერმა, ასლან ბჟანიამ თავის მომხრეებს მოუწოდა, არ დაიშალონ, მანამ, სანამ რაულ ხაჯიმბა არ გადადგება.
არც პრეზიდენტის მხარდამჭერი მიტინგი და არც ოპოზიციის აქცია სანქცირებული არ არის. სოხუმის მერიამ მათ ჩატარებაზე უარი განაცხადა, რათა თავიდან იყოს აცილებული შეტაკებები. რამდენიმე დღის წინ კი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ოპოზიცია ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ძალადობრივი გზით შეეცდება და რომ უშიშროება რაულ ხაჯიმბას ფიზიკურ ლიკვიდაციას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები