სოხუმში ოპოზიციის შეკრება დაიწყო
სოხუმში, დრამატული თეატრის შენობასთან ოპოზიციური პარტიების მიტინგი დაიწყო, რომელსაც “სახალხო შეკრებას” უწოდებენ. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
გამომსვლელებმა მკაცრად გააკრიტიკეს მოქმედი დე ფაქტო ხელისუფლება და ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ მონაწილეებს იქამდე არ დაიშალონ, ვიდრე ხაჯიმბა ნებაყოფლობით არ გადადგება. ამასთანავე აცხადებენ, რომ მიტინგი კანონის ჩარჩოებს არ გაცდება.
ცნობისთვის, 30 ნოემბერს ოპოზიციური მოძრაობა „ამცახარას“ ყრილობაზე ე.წ. პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას ულტიმატუმი წაუყენეს, რომლის მიხედვით მან თანამდებობა 15 დეკემბრამდე უნდა დატოვოს.