სოხუმში ხაჯიმბას მხარდამჭერთა მიტინგი მიმდინარეობს
სოხუმში, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან, რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერთა მიტინგი მიმდინარეობს. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი“ იუწყება.
მიტინგის მონაწილეებს ე.წ. პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმერ ზანთარიამ მიმართა, რომლმაც განაცხადა, რომ პარლამენტმა მიიღო კანონი, რათა ყველა პოლიტიკურმა ძალამ კანონის ფარგლებში იმოქმედოს. ამ დოკუმენტს ოპოზიციურმა ძალებმა ხელი მოაწერეს.
ამასთანავე, ე.წ. პარლამენტში, ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართულ მოლაპარაკებაზე, მხარეები ოპოზიციური მიტინგის გაუქმებაზე ვერ შეთანხმდნენ.
ოპოზიციის მიტინგი სოხუმის დრამატული თეატრის შენობასთან უნდა გაიმართოს. ოპოზიციის წარმომადგენლები ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვენ. მას რამდენიმე დღის წინ ოპოზიციამ ულტიმატუმი წაუყენა და ვადა 15 დეკემბრამდე მისცა.