თბილისში 3 წლამდე პატარას ხელში ე.წ. „ხლაპუშკა“ აუფეთქდა

თბილისში ე.წ. „ხლაპუშკის“ აფეთქების შედეგად, 3 წლამდე ბავშვს ხელის მტევანი დაუზიანდა. პატარა ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრში მიიყვანეს, სადაც სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
როგორც „კვირას“ კლინიკის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, პატარას მარჯვენა მტევანზე დამწვრობა და ჭრილობები აღენიშნებოდა.
მისი თქმით, საბედნიეროდ, მყესები და ნერვები დაზიანებული არ აღმოჩნდა.
„ეს არის დაუდევრობა და გაუფრთხილებლობა. როგორ შეიძლება 2 წლისა და 9 თვის ბავშვს „ხლაპუშკა“ ხელში დააჭერინო და ააფეთქებინო?! ბავშვი ამას თავად, ხომ არ იზამდა?! დეკემბერში ეს უკვე მეორე შემთხვევაა. საბედნიეროდ, ამ შემთხვევაში, პატარას გაუმართლა, ნერვები და მყესები დაზიანებული არ ჰქონდა და შესაძლოა, ყველას არ გაუმართლოს“, – აცხადებს გუგა ქაშიბაძე და მშობლებს ურჩევს, მეტი ყურადღებით მოექცნენ ბავშვების ჯანმრთელობას.

15577465_1330881130267710_1344812476_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები