საქართველოს თერთმეტ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

უამინდობის გამო, საქართველოს ექვს სკოლაში სწავლა შეწყვეტილია.
როგორც “კვირას“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, უამინდობის გამო სწავლა შეწყვეტილია ამბროლაურში სოფელი პატარაონი, ნინოწმინდაში სოფლებში – კათნატუ, ჯდანოვი და ხელვაჩურის სოფლებში – გორა, მახო, ზედა ახალშენი.
ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან რეკომენდაციით, სკოლებში სწავლის შეწყვეტის თაობაზე გადაწვეყტილება ინდივიდუალურად, თითოეული სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე მიიღება. კერძოდ, იმ სკოლებში, სადაც გაცდენებმა 20%-ს გადააჭარბა, სწავლა სამი დღით შეწყდება. ასეთია ჯამში 5 სკოლა. ესენია:
თბილისის 74-ე საჯარო სკოლა, თელავის მე-5 საჯარო სკოლა
და თიანეთის სამი სკოლა კონკრეტულად კი სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა, ღულელების საჯარო სკოლა, ტუშურების საჯარო სკოლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები