მანანა ნაჭყებია: პრეზიდენტი რომ ყოფილიყო თანათავმჯდომარე, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა კომისიის მუშაობა

“ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აპრილში მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებას, ეს მცირე ვადაა”, – ამის შესახებ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ახალი მემარჯვენეების“ წევრმა, მანანა ნაჭყებიამ განაცხადა.
ნაჭყებია თვლის, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ხელისუფლების ორივე შტო უნდა ყოფილიყო ჩართული.
ის ნაჩქარევ გადაწყვეტილებას უწოდებს აპრილში დაანონსებულ კონსტიტუციის სახელშეცვლილ ვარიანტს.
„პრეზიდენტი რომ ყოფილიყო კომისიაში თანათავმჯდომარე, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა კომისიის მუშაობა.
მე ვთვლი, რომ ასევე, ხელისუფლება მზად არ იქნება აპრილში კონსტიტუციის შესაცვლელად, რადგან ეს ძალიან ცოტა დროა, ამიტომ მე მიმაჩნია, რომ არც ისეთი სახარბიელო ცვლილებები იქნება შეტანილი კონსტიტუციაში, როგორსაც გვპირდებიან“, – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები