მანანა ნაჭყებია: მე არ ვიცი, რა იგულისხმა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონსტიტუციის საკითხის სახალხო განხილვაში

“პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, ამიტომ არ ვიცი, რას ნიშნავს ეს სახალხო განხილვა”, – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მანანა ნაჭყებია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება უნდა დათანხმებოდა პრეზიდენტის შეთავაზებას და კომისიაში მარგველაშვილი თანათავმჯდომარედ უნდა წარდგენილიყო.
„ხელისუფლებას ზურგს უმაგრებს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ხელისუფლებას პრეზიდენტისთვის არ უნდა ეთქვა უარი თანათავმჯდომარეობაზე.
მე არ ვიცი, რა იგულისხმა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონსტიტუციის საკითხის სახალხო განხილვაში, ისინი არ მონაწილეობენ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში და მსგავსი სახით, როგორ მოხდება მათი ჩართულობა, ჩემთვის გაუგებარია“, – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები