„თბილისის მერიის სასკოლო სპორტის“ კვირეულში გამარჯვებულები ფულად პრიზებს მიიღებენ

“სპორტულ კვირეულში გამარჯვებული სკოლები, სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე, ფულად პრიზებსაც მიიღებენ”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელმა, კახა ნიკოლაძემ განაცხადა.
ნიკოლაძის ინფორმაციით, მერიასთან ურთიერთობის პროცესში, გადაწყდა, რომ გამარჯვებული სკოლები ფულადი პრემიებითაც დაჯილდოვდებიან. ამ სიახლის ინიციატორი კი ქალაქ თბილისის მერიაა.
„ეს ინიციატივა მოდის მერიიდან, რისთვისაც მას მადლობას ვუხდით, „თბილისის მერიის სასკოლო სპორტის“ კვირეულში გამარჯვებულები ფულად პრიზებს მიიღებენ.
იყო ტენდენცია ფასიანი საჩუქრების ჩუქების, ხოლო ამ ეტაპზე, გამარჯვებულები, პირველიდან მეოთხე ადგილის ჩათვლით, მიიღებენ ფულად პრემიებსაც. სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე, ისინი თავად გადაწყვეტენ, თუ რა შეიძინონ სკოლისთვის,“- განაცხადა კახა ნიკოლაძემ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
პირველ ადგილზე გასულ სკოლას 1000 ლარი გადაეცემა, მეორეზე გასულს – 700, მესამე ადგილზე გასულს – 400 ლარი, ხოლო მეოთხე ადგილის მფლობელს 200 ლარი მიეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები