წლის ბოლოს „თბილისის მერიის სასკოლო სპორტის კვირეული“ გაიმართება

საქართველოს სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის განათლებისა და სპორტის ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით, 2016 წლის 19 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით, წლის შემაჯამებელი ღონისძიება „თბილისის მერიის სასკოლო სპორტის კვირეული“ გაიმართება.
„ღონისძიება თბილისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს შორის გაიმართება. პროექტის მიზანი მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციაა, ასევე, სხვადასხვა საინტერესო, სახალისო და მიმზიდველი აქტივობების განხორციელება მათივე ჩართულობით, რაც ხელს შეუწყობს მასობრივი სახალხო ღონისძიებებისა და სპორტული შეჯიბრებების ტრადიციის დამკვიდრებას“, – განაცხადა საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ნიკოლაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
აქტივობის ფარგლებში, ჩატარდება რაიონული და საქალაქო ტურნირები სპორტის სხვადასხვა სახეობაში. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, თავიანთი შესაძლებლობები გამოსცადონ კალათბურთში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ჭადრაკში და სპორტის სხვა უამრავ სახეობაში.
ღონისძიებას დაესწრებიან ქალაქ თბილისის მერიის, საკრებულოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები