ტერორისტები, რომლებიც თურქეთს თავს დაესხნენ, სათანადო პასუხს მიიღებენ

თურქეთზე, მთელი მისი არსებობის ისტორიის მანძილზე, ტერორისტების ყველაზე სერიოზული თავდასხმა მოხდა და მათ სათანადო პასუხი უნდა გაეცეთ. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანი დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთს და მის მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან „ისლამური სახელმწიფო“ და „ქურთისტანის მუშათა პარტია“, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი ისლამი მქადაგებელი ფეთჰულაჰ გიულენი, რომელსაც ანკარა 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები