„გაზპრომი“ ირანში ბუნებრივი აირის მოპოვებას აპირებს

რუსული კომპანია „გაზპრომი“  ირანში ბუნებრივი აირის მოპოვებას გეგმავს. შესაბამის მემორანდუმს რუსულმა გაზის მონოპოლისტმა კომპანიამ და ირანის გაზის ნაციონალურმა კომპანიამ ხელი მოაწერეს. როგორც „გაზპრომის“ მმართველის მოადგილემ ალექსანდრე მედვედევმა განაცხადა, მოპოვებული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ინდოეთში მოხდება.
ცნობისთვის ირანში მსოფლიოში გაზის უდიდესი მარაგია – დაახლოებით 34 ტრილიონი კუბური მეტრი. ამჟამად აშშ-ის და რუსეთის შემდეგ ირანი გაზის მოპოვებით მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები