სამანტა პაუერი რუსეთს – თქვენ სირიაში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავთ და არაფრის გრცხვენიათ

აშშ-ის ელჩმა გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე რუსეთი და სირიის ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა და ალეპოში მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.
„ნუთუ, არაფერი არსებობს, რამაც შეიძლება სირცხვილის გრძნობა გაგიჩინოთ? ნუთუ, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბარბაროსული აქტები, ბავშვების მკვლელობები არ გაწუხებთ? ამის ნაცვლად თქვენ ახალი შეტევებისთვის ემზადებით. მაგრამ თქვენ ამ ქმედებებზე პასუხს აუცილებლად აგებთ,“ – აღნიშნა სამანტა პაუერმა.
აშშ-ის ელჩს მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა. მისი თქმით, რუსი სამხედროები ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის დაჭრილების გამოყვანას ხელს უშლიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები