აშშ საუდის არაბეთს სამხედრო დახმარებას უმცირებს

აშშ საუდის არაბეთს მაღალი სიზუსტის მართვად იარაღს აღარ მიაწვდის. ამის მიზეზი ისაა, რომ იემენში, სადაც არაბული კოალიცია ამბოხებულ ხუსიტებს ებრძვის, ძალზე დიდია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ვაშინგტონი შეშფოთებულია იმით, რომ ავიდარტყმების დროს არაბული კოალიცია ხშირად შეცდომებს უშვებს.
ასე, მაგალითად, 8 ოქტომბერს განხორციელებული ავიადარტყმის დროს 140 ადამიანი დაიღუპა და 500-ზე მეტი დაიჭრა. დაბომბვას, ძირითადად, მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა.
მაღალი სიზუსტის იარაღის მიწოდების შემცირების მიუხედავად, ვაშინგტონი ერ-რიადთან თანამშრომლობას გააგრძელებს. კერძოდ, მოხდება სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა და საუდის არაბეთის პილოტების სწავლება. ასევე აშშ შეასრულებს საუდის არაბეთისთვის ვერტმფრენების მიწოდების კონტრაქტს, რომლის ფასი 3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
იემენში სამოქალაქო ომი 2014 წლიდან მიმდინარეობს. მას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო სამმა მილიონმა ადამიანმა საცხოვრებელი დატოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები