ფილიპინების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნარკომოვაჭრეებს საკუთარი ხელით კლავდა

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ განაცხადა, რომ ის ნარკოტიკებით მოვაჭრეებს საკუთარი ხელით ხოცავდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ქვეყანაში ანტინარკოტიკული პროგრამის განხილვის დროს განაცხადა, სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წლის ივლისიდან, როდესაც დუტერტე ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა, ფილიპინებში 5 ათასამდე ადამიანი მოკლეს.
დუტერტემ განაცხადა, რომ ქალაქ დავაოს მერობის პერიოდში ის მოტოციკლით ქუჩებში დადიოდა და განსაკუთრებით აგრესიულ ნარკომოვაჭრეებს საკუთარი ხელით კლავდა. “მე მსურდა მეჩვენებინა პოლიციისთვის, რომ თუ ამის გაკეთება შემიძლია მე, მაშინ რატომ არ შეუძლიათ მათ?“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
დუტერტემ ასევე კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტის და უფლებადამცველების განცხადებებზე, რომლებიც მის ხისტ მეთოდებს აკრიტიკებენ. ფილიპინების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ანტინარკოტიკულ კამპანიას კრიტიკის გამო არ შეაჩერებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები